Friday, May 21, 2010
„დაგვეხმარეთ, რომ დავეხმაროთ გარემოს“
გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს ინიციატივით და სამინისტროს მხარდაჭერით მომზადებული კლიპის - „დაგვეხმარეთ, რომ დავეხმაროთ გარემოს“ - პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მინისტრ გოგა ხაჩიძესთან ერთად პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის, სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრები, ‘’მწვანე კლუბის’’ სტუდენტები და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
”გარემოს დაბინძურებას ვერც ერთი მინისტრი და სამინისტრო ცალკე ვერ გადაწყვეტს. ეს ყველას პრობლემაა. ამ კლიპით გვინდა ყველამ გავითავისოთ, რა ზიანს ვაყენებთ გარემოს და პირველ რიგში საკუთარ თავს. ამ ბუნებრივი სიმდიდრის დაბინძურებით მთლიანად ქვეყანა კარგავს დიდ პერსპექტივას, რითაც მსოფლიოს წინაშე უნდა წარვსდგეთ.” - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.
კლიპში საქართველოს რეგიონებში არსებული უკანონო ნაგავსაყრელები არის ასახული. ღონისძიება საზოგადოებაში გარემოს დაბინძურების მავნე ჩვევის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავდა მიზნად.
„დღევანდელი დღე ძალიან შთამბეჭდავია, ეს არის კოშმარული შეხსენება, რომ ჩვენ უნდა მოვუაროთ გარემოს. მე ვფიქრობ, ნებისმიერი ასეთი აქცია ხელს შეუწყობს, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გარემოსთან.“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა გამცემლიძემ.
კაფე „დისქავერში“ კლიპის პრეზენტაციასთან ერთად, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ უკანონო ნაგავსაყრელების თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო. ახალგაზრდა მხატვრებმა ”ალექსეევკას” დასახლებაში ნაგავსაყრელად ქცეული ხევის დაბინძურებული და დანაგვიანებული გარემო რამდენიმე დღის წინ მუყაოზე დახატეს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
so awfull!
ReplyDeleteსრულყოფილი ცხოვრებისთვის საჭიროა სულ ცოტა რამ, ბედნიერება და ბევრი ფული, ან პირიკით. ფულთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრაში თქვენ დაგეხმარებათ https://sesxebi365.com/company/credy - ონლაინ დაკრედიტირების სერვისი. დამოუკიდებლად აირჩიეთ თქვენთვის კრედიტორი!
ReplyDelete