Wednesday, May 12, 2010

ჰაერის დაბინძურება ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობით

ჰაერის ინტენსიურ დამბინძურებელს წარმოადგწნს ავტოტრანსპორტი. ამ სახიტ ატმოსპეროს დაბინძურების საშიშროება ყოველწლიურად იზრდება მოტორიზაციის დონისა და ქვეყნების ურბანიზაციის ზრდასთან ერთად. ერთი ავტომობილის ძრავა 45-ჯელ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ერტთი ადამიანი. მიმოქცევისას ბუნებაში აღდგება ავტომობილის მიერ მოხმარებული ჟანდბადის მხოლოდ 50%. ავტომობილის გამონაბოლქვი აირები შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს. წელიწადში 200მლნ. ავტომობილი გამოყოპს 200მლნ. ტონა ნახშირჟანგს, 40მლნ ტონა ნახშირწყალბადს და 20მლნ. ტონა აზოტის ოქსიდებს. ძრავების გამონაბოლქვი აირების ძირითად მავნე მინარევს წარმოადგენს ნახშირჟანგი, ბენზინი მომუშავე ძრავისათვის მეტედ დანახასიათებელია აზოტის ოქსიდების, სხვადასხვა ნახშირწყალბადების კანცეროგენების 3,4 ბენზეპირების ჩათვლით, ალდეჰიდების, გოგირდოვანი აირების გამოყოფა. ამას გარდა ბენზინის ძრავები გამოყოფენ ტყვიის, ქლორის, ბრომის ხანდახან პოსპორის შემცველ პროდუქტებს. დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავებისატვის დამახასიათებელია მურის მნიშვნელოვანი რაოდენობის და აგრეთვე ულტრამიკროსკოპული ზომის ჭვარტლის ნაწილაკების გამოყოფა.
ავტომობილების გამონაბოლქვი აირების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენთი ნახშირჟანგია, იგი უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და ხელ უშლის ორგანიზმის ხსოვილებში ჟანგბადის შეღწევას.
მანქანის გამონაბოლქვი აირები საკმაოდ საშიშ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს არაორგანული ტყვიის შემცველი ნაერთები, რომლებიც წარმოიქმნება ბენზინში ოქტანური რიცხვის ასაწევად დამატებული ტეტრაეთილტყვიის წვისას. დიზელური ძრავების გამონაბოლქვებში ტყვია არ ფიგურირებს.
მსხვილი ქალაქების ატმოსფეროში სხვადასხვა ნივთიერების დიდი რაოდენობიტთ დაგდროვებასთან დაკავშირებით მე-20 საუკუნეში ადგილი აქვს ბუნებაში ახალი ტიპის ფენომენის ე.წ. სმოგის წარმოქმნას. განასხვავებენ სმოგის ორ ტიპს: ლონდონოს და ლოსანჟელესის, იმ ქალაქების სახელწოდების მიხედვით, სადაც იგი პირველად იქნა აღმოჩენილი. ლონდონის სმოგი წარმოიქმნა 1952წლის 5დეკემბერს და 3-4 დღეში 400-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ოგი რამდენიმე ასეულ ტონა კვამლსა და გოგირდოვან ანჰიდროდს შეიცავდა. ასეთი ტიპის სმოგი მხოლოდ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში შეიმჩნევა. სმოგის ძირითად მოქმედ კომპონენტს წარმოადგენს გოგირდმჟაცვა აეროზოლთან შერწყმული გოგირდოვანი აირით.
30წლებში ლოსანჯელესშიც სმოგი თბილ თვეებში შეიმჩმნეოდა. ეს სმოგი წარმოადგენს მშრალ ნისლს 70%-მდე ტენიანობით. ასეთ სმოგს ფოტოქიმიური ნისლი ეწოდება.
საზღვაო და სამდინარო ხომალდები იწვევენ ნავსადგურების, პორტების და სხვა არხების მისადგომების ჰაერის ლოკალურ დაბინძურებას. დაბინძურების წყაროები არის გემის ძრავები.
საჰაერო ტრანასპორტსაც დიდი წვლილი შეაქვს ატმოსფეროს დაბინძურებაში. მაგ: 4ძრავიანი თვითმფრინავი აფრენისას ტოვებს შხამიან გამონაბოლქვს, რაც გაჯერებულია იმდენივე მომწამლავი აირით, რასაც ერთდროულად გამოაფრქვევს 6850 მსუბუქი ავტომობილი. თვითმფრინავების ფრენა და რაკეტების კოსმოსში გაშვება ასევე ხელს უწყობს ოზონის სარტყლის დარღვევასაც. რომელიც დედამიწას იცავს მზის მომაკვდინებელი ულტრა იისფერი რადიაციისგან.

No comments:

Post a Comment